მარესკა: „ეს გამარჯვება შესაძლოა ჩვენთვის ათვლის წერტილი გახდეს“

0
29

„ჩელსის“ მთავარ მწვრთნელ ენცო მარესკას აზრით, კონფერენს ლიგაში გამარჯვება შესაძლოა გუნდისთვის ათვლის წერტილი გახდეს. მან ამის შესახებ პოლონეთის ქალაქ ვროცლავში სევილიას „ბეტისთან“ 4:1 მოგების შემდეგ განაცხადა.
„შესვენებაზე ჩვენს ტაქტიკაში კორექტოვები შევიტანეთ და მეორე ტაიმი გაცილებით უკეთესად ჩავატარეთ. ძალიან კმაყოფილები ვართ. ეს გამარჯვება შესაძლოა ჩვენთვის ათვლის წერტილი გახდეს. ჩემპიონის მენტალიტეტი ტურნირებში გამარჯვებებით უნდა გამოვიმუშავოთ.
იმ დღიდან დაწყებული, როდესაც ერთად მუშაობა დავიწყეთ, შესამჩნევად მოვუმატეთ. ასეთი ახალგაზრდა გუნდით გამარჯვებისთვის ზოგჯერ უნდა იწვალო.
მოგება მსურდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ გამარჯვებული ნებისმიერ შემთხვევაში დამარცხებულს მიულოცავდა. საბედნიეროდ, მე გავიმარჯვე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მანუელ პელეგრინის ჩემი წარმატება გაეხარდება. წაგების შემთხვევაში ცუდ ხასიათზე ვიქნებოდი, თუმცა, ჩემს თავში ძალას ვიპოვიდი, რომ მანუელისთვის მიმელოცა“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი