პელეგრინი: „ჩვენს თავს დავითს არ ვადარებთ, რომელიც გოლიათს შეებრძოლა“

0
7

სევილიას „ბეტისის“ მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი კონფერენს ლიგის ფინალში ლონდონის „ჩელსისთან“ შეხვედრას დავითისა და გოლიათის დაპირისპირებას არ ადარებს.
„გამარჯვებისთვის იმ გუნდად უნდა დავრჩეთ, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ვიყავით. ჩვენს ემოციას უნდა გავუმკლავდეთ, რადგან უხეშმა შეცდომას შესაძლოა მთელი მატჩის მსვლელობა შეცვალოს. ზოგიერთი მოთამაშის მზადყოფნაში ეჭვი მეპარება. თამაშამდე ვნახავთ ამ პრობლემებს მოვაგვარებთ თუ არა. ამის შემდეგ შემადგენლობას განვსაზღვრავთ.
ჩვენს თავს დავითს არ ვადარებთ, რომელიც გოლიათს შეებრძოლა. ვფიქრობ, ჩვენ გამარჯვების ისეთივე შანსი გვაქვს როგორც „ჩელსის“ და ამიტომ, მიზნის მიღწევას პირველი წუთიდან ვეცდებით. ამ შემთხვევაში გუნდების ბიუჯეტს მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ძალიან გამოცდილი მოთამაშეები გვყავს. ჩვენს თავში დარწმუნებული ვართ და გამარჯვებას ვეცდებით“ – იუწყება ჩილელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი