აზაროვს „შახტარში“ არდა თურანი გაწვრთნის

0
20

დონეცკის „შახტარს“, სადაც ირაკლი აზაროვი გამოდის, თურქეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი არდა თურანი გაწვრთნის, რომელმაც ბოსნიელი მარინო პუშიჩი შეცვალა. ამის შესახებ უკრაინული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
38 წლის თურქმა დონეცკელებთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ის ფეხბურთელის რანგში „გალათასარაიში“, „მანიასფორში“, „ისთანბულში“, მადრიდის „ატლეტიკოში“ და „ბარსელონაში“ მუშაობდა.
მან მწვრთნელის კარიერა 2003 წელს დაიწყო და „ეიუსფორს“ წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით სტამბოლურმა კლუბმა 2023-2024 წლების სეზონში თურქეთის სუპერლიგის საგზური მოიპოვა, ხოლო 2024-2025 წლების სეზონში ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავა.
„შახტარმა“ გასულ სეზონში უკრაინის ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა და თასი მოიგო.
ლაშა თაბაგარი