ლამინ იამალმა „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა, რის შესახებ ესპანური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
2024-2025 წლების სეზონში იამალმა „ბარსას“ მაისურით ყველა ტურნირში 55 მატჩი ჩაატარა და 18 გოლის გატანის გარდა, 25 საგოლე პასი გააკეთა. მან გუნდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო,
17 წლია იამალი „ბარსელონას“ აღზრდილია. მას პირველ გუნდში დებიუტი 2023 წლის 29 აპრილს 15 წლის ასაკში ჰქონდა. განვლილ პერიოდში იამალმა „ბარსელონაში“ 106-ჯერ ითამაშა და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ლა ლიგაში, ესპანეთის თასზე, ასევე ესპანეთის სუპერთასზე გოლი გაიტანა.
იამალმა 2024 წელს ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა და ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს. ახალგაზრდა გარემარბმა „ფურია როხაში“ საერთო ჯამში 19 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი
