ლობჟანიძის მორიგი საგოლე პასი MLS-ში

0
5

საბა ლობჟანიძემ „ატლანტა იუნაიტედის“ რიგებში მიმდინარე სეზონში MLS-ში მეხუთე საგოლე პასი შეასრულა.
„ატლანტამ“ „ცინცინატი“ მიიღო და 4:2 დაამარცხა. საქართველსო ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-20 წუთზე საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა ზუსტი პასი ფორჩუნს გაუკეთა, რომლის დარტყმის შემდეგ ანგარიში 2:0 გახდა.
ლობჟანიძე მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონში MLS-ში 15 ჯერ ითამაშა, მაგრამ გოლი არ გაუტანია.
„ატლანტამ“ 8-მატჩიანი მოუგებელი (6 მარცხი და 2 ფრე) სერია შეწყვიტა და 15-გუნდიან აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი