„ბაიერს“ ერიკ ტენ ჰაგი გაწვრთნის

0
18

ლევერკუზენის „ბაიერს“ ერიკ ტენ ჰაგი გაწვრთნის. იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნიდერლანდელი სპეციალისტი ორშაბათს გერმანულ კლუბთან კონტრაქტს 2027 წლის ივნისამდე გააფორმებს.
55 წლის ტენ ჰაგი ესპანელ ხაბი ალონსოს შეცვლის, რომელიც მომავალი სეზონიდან მადრიდის „რეალს“ უხელმძღვანელებს.
ნიდერლანდელი 2022-2024 წლებში „მანჩესტერ იუნაიტედს“ წვრთნიდა, რომელსაც ინგლისის ასოციაციის თასი და ლიგის თასი მოაგებინა. ის 2017-2022 წლებში ამსტერდამის „აიაქსს“ ავარჯიშებდა და ნიდერლანდების ჩემპიონატის ოქროს მედლები სამჯერ მოიპოვა, ხოლო თასი ორჯერ აიღო. გარდა ამისა, ნიდერლანდების სუპერთასს ერთხელ დაეუფლა.
ლაშა თაბაგარი