გაბრიელ სიგუამ „ბაზელთან“ ერთად შვეიცარიის ჩემპიონატი მოიგო. ბოლო ტურში ბაზელელებმა შინ „ლუცერნს“ ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანეს და არსებობის ისტორიაში ჩემპიონები ოცდამეერთედ გახდნენ. მათ ოქროს მედლები 8-წლიანი პაუზის მერე მოიპოვეს.
საქართველოს 21-წლამდელთა ნახევარმცველი „ლუცერნთან“ მატჩში მოედანზე 82-ე წუთზე შევიდა. 19 წლის სიგუამ, რომელმაც „ბაზელში“ მეორე სეზონი გაატარა, მძიმე ტრავმის გამო ჩემპიონატში მხოლოდ 16-ჯერ ითამაშა, ხოლო თასზე ერთი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. მან კარიერაში მესამე ტიტული მოიგო. მანამდე, თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გაიმარჯვა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა.
ლაშა თაბაგარი





