„იბერია“ „სპაერთან“ ფრით გალიდერდა

0
0

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტურის მატჩები 24-27 ნოემბერს უნდა შედგეს, მაგრამ თბილისის „იბერია“ რადგან უეფას კონფერენს ლიგის ფაზაში 26 ნოემბერს შინ ესპანეთის „ხეტაფეს“ უნდა დაუპირისპირდეს, ამიტომ „სპაერთან“ შეხვედრა 15 ნოემბერს გადაუტანეს.
ლევან კორღალიძის გაწვრთნილი გუნდი „სპაერს“ „მიხეილ მესხი 2“-ზე ესტუმრა და გუნდებმა ქულები გაიყვეს -2:2. 32-ე წუთზე ფრანგმა ტიბუემ თავის ნახევარზე თანაგუნდელს ცუდი პასი გაუკეთა და ბურთს თორნიკე ასკურავა დაეუფლა, რომელმაც კარგი გადაცემით „იბერიას“ საჯარიმოში გოჩა ცირდავა მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი ანგარიში გახსნა.
37-ე წუთზე მასპინძლების საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი ნიკა სიხარულაშვილი ფინტით გიორგი ბუნტურს გაცდა და ბურთი კარის წინ გახსნილ ამირან ძაგანიას გადააწოდა, რომელმაც მიმდინარე სეზონში მე-11 გოლი მიითვალა.
70-ე წუთზე „სპაერმა“ „იბერიას“ საჯარიმოში კარგი კომბინაცია გაითამაშა და რებაზ ინჯგიამ ერთი შეხებით კარის წინ ცირდავა დატოვა, რომელმაც დუბლი შეასრულა. 82-ე წუთზე „სპაერის“ ნახევარზე დანიშნილი საჯარიმოს შესრულების დროს გიორგი კუციამ ბურთი მეტოქის კარის შორეულ ძელთან ჩაჰკიდა, სადაც მდგომმა საბა მაისურაძემ ავტოგოლი მიითვალა.
„იბერიას“ 60- ქულა აქვს და პირველ ადგილზეა – მეორეადგილოსან ბათუმის „დინამოს“ ერთი ქულით ასწრებს. ანზორ კიღურაძის გაწვრთნილი „სპაერი“ 32 ქულით მერვეა.
ლაშა თაბაგარი