ოფიციალურად: ხაბი ალონსო „რეალის“ მთავარი მწვრთნელია

0
9

ხაბი ალონსო მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, რის შესახებ ესპანური გრანდის პრესსამსახური იუწყება. მან იტალიელი კარლო ანჩელოტი შეცვალა, რომელიც ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში იმუშავებს.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა მადრიდელებთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ის “რეალში” მუშაობას მიმდინარე წლის 1 ივნისიდან შეუდგება.
43 წლის ალონსო 2022-2025 წლებში ლევერკუზენის „ბაიერს“ ავარჯიშენდა და გასულ სეზონში არსებობის ისტორიაში პირველად ბუნდესლიგა ისე მოაგებინა, რომ ერთი თამაშიც არ წაუგიათ. გარდა ამისა, მან „ბაიერს“ გერმანიის თასი და სუპერთასი ააღებინა, ხოლო ევროპა ლიგის ფინალში ბერგამოს „ატალანტასთან“ დამარცხდა.
ფეხბურთელობისას ალონსო „რეალში“ 2009-2014 წლებში გამოდიოდა. მან მადრიდელებთან ერთად ესპანეთის ლა ლიგა ერთხელ, ესპანეთის თასი ორჯერ, ესპანეთის სუპერთასი ერთხელ და ჩემპიონთა ლიგა ერთხელ მოიგო.
ლაშა თაბაგარი