ანტონიო კონტეს კარიერაში 2024-2025 წლების სეზონის ყველაზე მოულოდნელი და რთული აღმოჩნდა. „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში შინ „კალიარისთან“ 2:0 გამარჯვების და ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ განაცხადა.
„ეს ისევ მოხდა, რაც საუცხოოა. სტადიონამდე როდესაც მივდიოდით, გულწრფელად გეტყვით, რომ შიგნით მოხვედრა რთული იყო, რადგან არ ვიცი იქ რამდენი ადამიანი გველოდებოდა. თავში გამიელვა, რომ ამ ადამიანების გაწბილება დიდი ხანი დაგვამახსოვრდებოდა. იოლი არ იყო ასეთი ზეწოლის ქვეშ თამაში, მაგრამ თავ ი საუკეთესოდ წარმოვაჩინეთ.
ეს სეზონი არაჩვეულებრივი აღმოჩნდა და ბიჭები ქებას იმსახურებენ, რადგან ისევ მიიღეს გამოწვევა – განსაკუთრებით ისინი ვინც ორი წლის წინ ჩემპიონები გახდნენ, ხოლო შარშან მე-10 ადგილი დაიკავეს.
უდავოა, რომ ჩემს კარეირაში ეს ყველაზე მოულოდნელი, რთული და მასტიმულირებელი გამოწვევა იყო“ – იუწყება იტალიური მედია კონტეს სიტყვებს, რომელმაც მწვრთნელის რანგში იტალიის ჩემპიონატი მეხუთედ მოიგო. მანამდე, მან ტურინის “იუვენტუსი” სამჯერ გააჩემპიონა, ხოლო “ინტერს” სკუდეტო ერთხელ მოაგებინა. ის პირველი მწვრთნელია, რომელმაც იტალიის ჩემპიონატში სამ სხვადასხვა გუნდს გაამარჯვებინა. კონტე სკუდეტოების რაოდენობით კაპელოს და მარჩელო ლიპის გაუტოლდა – მხოლოდ ჯოვანი ტრაპატონის (7) და მასიმილიანო ალეგრის (6) ჩამორჩება.
ამასთანავე კონტე “იუვენტუსთან” ერთად ორჯერ იტალიის სუპერთასს დაეუფლა, ხოლო “ჩელსის” ინგლისის პრემიერლიგა და ასოციაციის თასი მოაგებინა.
55 წლის იტალიელი სპეციალისტი, რომელმაც “ნაპოლიში” სადებიუტო სეზონი ჩაატარა, სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
ლაშა თაბაგარი
