ხვიჩა კვარაცხელია: „ჩემთვის ყველაზე მთავარი რონალდუს პროფესიონალიზმია“

0
7

ხვიჩა კვარაცხელიამ ინგლისის ეროვნული ნაკრების და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ მცველ რიო ფერდინანდთან ინტერვიუში ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა, რომ მისი საფეხბურთო კერპი კრიშტიანუ რონალდუა.
„ჩემი კერპი კრიშტიანუ რონალდუ იყო. ვიცი, რომ ის სხვა ამპლუის მოთამაშეა, მაგრამ თვალს ყველგან ვადევნებდი. ვფიქრობ, ჩემთვის ყველაზე მთავარი მისი პროფესიონალიზმი იყო. ყველამ იცის, რომ კრიშტიანუ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ჩემთვის მისაბაძი მაგალითი მისი როგორც სპორტსმენის ცხოვრების წესი გახლდათ.
ყველაზე ძლიერი მცველი ვისაც შეხვედრივარ ტრენტ-ალექსანდერ არნოლდია. ის კარგი მოთამაშეა. ბევრ ფეხბურთელს ვერ დავასახელებ, მაგრამ ყველაზე რთული ტრენტთან დაპირისპირება იყო“ – განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების და პსჟ-ს თავდამსხმელმა.
ლაშა თაბაგარი