ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“, რომელიც გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში დასარჩენად იბრძვის, პლეი-აუტის პირველი შეხვედრა ვერ მოიგო.
„ჰაიდენჰაიმი“ მეორე ბუნდესლიგაში მე-3 ადგილზე გასულ „ელვერსბერგს“ დაუპირისპირდა და წაგებას გადაურჩა. სტუმრებიდან ანგარიში მე-18 წუთზე ლუკას პეტკოვმა გახსნა, ხოლო 42-ე წუთზე ფისიკ ასლანიმ „ელვერსბერგის“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
62-ე წუთზე ტირ სიერსბელენმა ერთი ბურთი გაქვითა, ორი წუთში კი ანგარიში მატიას ჰონსაკმა გაათანაბრა – 2:2. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო.
„ჰაიდენჰაიმი“ საპასუხო შეხვედრას სტუმრად 26 მაისს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი
