რაფინიამ „ბარსელონასთან“ ახალი ხელშეკრულება დადო, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
28 წლის ბრაზილიელმა ესპანურ გრანდს თავისი მომავალი 2028 წლის ივნისამდე დაუკავშირა. მას მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე ჰქონდა.
რაფინია „ბარსელონაში“ 2022 წლის ივლისიდან გამოდის. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 56 მატჩში 34 გოლი გაიტანა და 25 საგოლე პასი გააკეთა. მან „ბარსასთან“ ერთად ესპანეთის ლა ლიგა, ესპანეთის თასი და სუპერთასი მოიგო.
ლაშა თაბაგარი
