გიორგი მამარდაშვილი: „ლივერპულიდან“ იჯარით წასვლას არ ვაპირებ“

0
13

გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ სასტარტოსთვის ბრძოლას აპირებს და სხვა კლუბში იჯარით წასვლას არ გეგმავს.
„იჯარის ვარიანტს არ განვიხილავ. მომავალ სეზონს „ლივერპულში“ გავატარებ. გადავალ „ლივერპულში“ და ბოლომდე დავიხარჯები ისევე როგორც „ვალენსიაში“. ყოველ დღე გულმოდგინედ ვიმუშავებ და ალისონთან ერთად ვარჯიში დამეხმარება“ – იუწყება საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის ნათქვამს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
შარშან ზაფხულში „ლივერპულმა“ მამარდაშვილი „ვალენსიადან“ 35 მილიონ ევროდ შეიძინა (პლუს 5 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული) და ესპანურ კლუბში გაანათხოვრა. მან მიმდინარე სეზონში „ღამურების“ მაისურით ყველა ტურნირში 33-ჯერ ითამაშა და 8-ჯერ გოლი არ გაუშვა. მამარდაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა, რომ „ვალენსიამ“ ლა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
ლაშა თაბაგარი