მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი გერმანიის ბუნდესლიგის 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამის შესახებ ბუნდესლიგის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა განვლილ სეზონში ბუნდესლიგაში ჩატარებულ 31 მატჩში 26 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა. ის ზედიზედ მეორედ გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან გერმანიის თასზე ორჯერ ითამაშა და ერთი ბურთი შეაგდო. კეინმა ჩემპიონთა ლიგის 13 შეხვედრაში მეტოქეები 11-ჯერ დაამწუხრა.
ინგლისელმა ფორვარდმა გერმანიის ჩემპიონატი მოიგო და ეს მისთვის კარიერაში პირველი ტიტულია.
ლაშა თაბაგარი
