ხვიჩა კვარაცხელია: „მე ვიცი „ინტერი“ რამდენად ძლიერია“

0
15

ხვიჩა კვარაცხელიამ კარგად იცის თუ რამდენად ძლიერი გუნდია მილანის „ინტერი“, რომელსაც პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაუპირისპირდება.
„პსჟ-ს ჩემი რჩევა არ სჭირდება, რადგან სამწვრთნელო შტაბი „ინტერის“ მატჩებს უყურებს და მეტოქეს ჩემზე კარგად იცნობენ. მე შემიძლია მათ გარკვეული მოსაზრება გავუზიარო, რადგან „ინტერის“ წინააღმდეგ ძალიან ბევრჯერ მითამაშია. მე ვიცი „ინტერი“ რამდენად ძლიერია“ – განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების და პსჟ-ს ფორვარდმა Sky Sport Italia-სთან ინტერვიუში.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს გერმანიის ქალაქ მიუნხენში „ალიანს არენაზე“ ჩატარდება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი