კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურში „გაგრამ“, რომელიც მანამდე საშინაო მატჩებს დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე ატარებდა, საგარეჯოს „გარეჯს“ „მიხეილ მესხზე“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე „გარეჯის“ ფეხბურთელმა კუთხური ჩააწოდა და მათე ცინცაძე, ბურთი მოგერიების დროს თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა. მთავარმა მსაჯმა გიორგი ავაზაშვილმა ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და პენალტი დანიშნა, რომელიც ლევან პაპავამ გამოიყენა – 0:1.
მე-60 წუთზე გაგრელთა მოთამაშემ მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, რომელიც „გარეჯის“ მცველმა თავით მოიგერია, ხოლო გიორგი პაპუაშვილმა დაახლოებით 20 მეტრიდან შეუჩერებლად დაარტყა და ანგარიშ გაათანაბრა – 1:1.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და გიორგი ონიანის გაწვრთნილი „გაგრა“ 17 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა. გიორგი მიქაძის დანიშვნის შემდეგ, „გარეჯმა“ მდგომარეობა გამოასწორა და 14 ქულით მეშვიდეა.
გაგრა 1:1 გარეჯი
ლაშა თაბაგარი





