ბათუმელებმა მოუგებელი სერია თელავში დაასრულეს

0
15

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტური თელავში დასრულდა, სადავ ადგილობრივმა „თელავმა“ ბათუმის „დინამო“ მიიღო და 1:2 დამარცხდა.
მატჩის მე-6 წუთზე თელაველთა კაპიტანმა დაახლოებით 25 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა, ხოლო საჯარიმოშ მყოფმა მიხეილ ბაშალეიშვილმა თავით ანგარიში გახსნა – 1:0.
41-ე წუთზე კოტდივუარელი მოჰამედ ფოფანა მეტოქის ნახევარზე მარცხენა ფლანგზე მასპინძლების მცველს გაცდა და საჯარიმოში ზუსტი პასი ლიეტუველ ფორვარდ გიტის პაულაუსკასს გაუკეთა, რომლის თავური ზუსტი აღმოჩნდა – 1:1.
77-ე წუთზე ლუკა წულუკიძემ ბურთი მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს მიიღო და მარჯვენა ფლანგიდან გადაცემა კოტდივუარელს მოჰამედ ფოფანას გაუკეთა, რომელმაც თავით გაიტანა – 1:2.
გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა „დინამომ“ 6-მატჩიანი მოუგებელი (3 ფრე და 3 მარცხი) სერია შეწყვიტა და 29 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა, ხოლო ვალერი გაგუას თავკაცობით „თელავმა“ 12 ქულა დააგროვა და ბოლოა.
თელავი 1:2 დინამო ბთ 
ლაშა თაბაგარი