იურგენ კლოპი იტალიის “რომას” გაწვრთნას დათანხმდა, რის შესახებ გამოცემა La Stampa იუწყება. 57 წლის გერმანელმა სპეციალისტმა რომაელების შეთავაზებას დადებითი პასუხი 18 მაისს გასცა.
„რომას“ 73 წლის იტალიელის კლაუდიო რანიერი ავარჯიშებს, რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, თანამდებობას დატოვებს.
კლოპი 2001-2008 წლებში „მაინცს“ ავარჯიშებდა. ის 2008-2015 წლებში დორტმუნდის „ბორუსიას“ ხელმძღვანელობდა, გერმანიის ბუნდესლიგა 2-ჯერ, გერმანიის თასი ერთხელ, ხოლო გერმანიის სუპერთასი 2-ჯერ მოაგებინა. მან დორტმუნდელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც მიუნხენის „ბაიერნთან“ წააგო.
გერმანელი „ლივერპულს“ 2015-2024 წლებში ხელმძღვანელობდა. მისი თავკცობით მერსისაიდელებმა ინგლისის პრემიერლიგა, ინგლისის ასოციციის თასი, ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგეს. ამჟამად, ის კომპანია „რედ ბულის“ საფეხბურთო ოპერაციების გლობალური ხელმძღვანელია,
ლაშა თაბაგარი





