
ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს თავდამსხმელ დუშან ვლახოვიჩს დაემშვიდობება, რის შესახებ ჟურნალისტი ნიკოლა სკირა იუწყება.
ამის მიზეზი ისაა, რომ სერბეთის ეროვნული ნაკრების 25 წლის თავდამსხმელი ტურინული კლუბის ხელმძღვანელების გეგმაში არ შედის. მას იტალიურ გრანდთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში უმთავრდება.
მიმდინარე სეზონში ვლახოვიჩმა „იუვენტუსის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 40 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
ტურინელებმა ვლახოვიჩი 2022 წლის იანვარში „ფიორენტინადან“ 70 მილიონ ევროდ შეიძინეს.
ლაშა თაბაგარი
