იამალის 10-ნომრიანი მაისური და ახალი კონტრაქტი

0
18

ესპანეთის ეროვნული ნაკრების გარემარბი ლამინ იამალი მომავალი სეზონიდან „ბარსელონაში“ 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ის ამ მაისურს იმის მიუხედავად მიიღებს, დარჩება თუ არა გუნდში ანსუ ფატი, რომელიც ამჟამად 10 ნომერს ატარებს.
იამალს 10-ნომრიან მაისურს 13 ივლისს საზეიმო ვითარებაში გადასცემენ, როდესაც 18 წელი შეუსრულდება. გარდა ამისა, ესპანელი „ბარსელონასთან“ ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს, რომლის მიხედვით მისი გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება. ახალგაზრდა ფეხბურთელს კლუბთან მოქმ3დი ხელშეკრულება 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
იამალმა მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 59 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 22 საგოლე პასი გააკეთა.
მან კარიერის მანძილზე ესპანეთის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო, თითოჯერ ესპანეთის თასსა და სუპერთასს დაეუფლა, ხოლო „ფურია როხასთან“ ერთად 2004 წელს ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვა. იამალი ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო, ვიდრე 18 წლის გახდებოდა.
ლაშა თაბაგარი