ქვილითაიამ სეზონი 11 გოლით დაასრულა

0
8

ლიმასოლის „არისმა“, რომელშიც გიორგი ქვილითაია გამოდის, სეზონი სტუმრად „აპოლონთან“ 3:2 გამარჯვებით დაასრულა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა. „არისმა“ 75 ქულა დააგროვა და ჩემპიონ „პაფოსს“ 7 ქულით ჩამორჩა – მომავალ სეზონში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
31 წლის ქვილითაიამ ჩემპიონატში ჩატარებულ 27 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა, ხოლო თასზე 3-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.
აპოელი გასვლაზე ნიქოზიის „ომონიასთან“ 1:2 დამარცხდა. ჩვენი ეროვნული გუნდის მცველ ლაშა დვალს სტუმრებში არ უთამაშია. ის დიდი ალბათობით ზაფხულში გუნდს შეიცვლის. განვლილ სეზონში დვალმა აპოელის მაისურით  ჩემპიონატში 19-ჯერ ითამაშა, თასზე – ერთხელ, ხოლო კონფერენს ლიგაში – ოთხჯერ.
ლაშა თაბაგარი