„ემპოლიმ“ ზედიზედ მეორედ მოიგო – გოგლიჩიძის ტაიმი

0
14

„ემპოლიმ“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და იტალიის სერია A-ში დარჩენის შანსი შეინარჩუნა, 37-ე ტურში ტოსკანელები სტუმრად „მიონცას“ შეხვდნენ და 3:1 დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი საბა გოგლიჩიძე „ემპოლის“ სასტარტოში არ იყო და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. კიდევ ერთი ქართველი მცველი საბა საზონოვი ჯერ არ გამოჯანმრთელებულა და თამაში გამოტოვა. მასპინძლები 30-ე წუთზე ბირინდელიმ დააწინაურა, ხოლო 49-ე წუთზე კოლომბომ საპასუხო ბურთი გაიტანა. 51-ე წუთზე სტუმრებიდან თავი ვიტიმ გამოიჩინა. 59-ე წუთზე „მონცას“ მეკარე პიციგნაცომ ავტოგოლი მიითვალა და საბოლოოდ „ემპოლიმ“ 3 ქულა აიღო.
ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „ემპოლი“ 31 ქულით 20 გუნდში მე-18 ადგილზეა – ამდენივე ქულა აქვს მე-17 პოზიციაზე მყოფ „ლეჩეს“. ბოლო ტურში გოგლიჩიძის და საზონოვის გუნდი „ვერონას“ უმასპინძლებს.
ლაშა თაბაგარი