პოლონეთის ექსტრაკლასას 33-ე ტურში „კრაკოვიამ“ ვარშავის „ლეგიას“ უმასპინძლა და 3:1 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა მასპინძლებს შეუცვლელად უკაპიტნა. „კრაკოვია“ 48 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
მიმდინარე სეზონში თორნიკე გაფრინდაშვილმა გდინიას „არკას“ მაისურით პოლონეთის რანგით მეორე ლიგაში თავისი მესამე გოლი გაიტანა. ქართველი გარემარბი სასტარტოში იყო და ანგარიში მე-13 წუთზე გახსნა, როდესაც საჯარიმოში მყოფმა თანაგუნდელის პასი გამოიყენა. მის ანგარიშზე ასევე 7 საგოლე პასია და მომავალ სეზონში „არკა“ ექსტრაკლასაში ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი





