აზაროვის პირველი საგოლე პასი სეზონში

0
21

ირაკლი აზაროვმა დონეცკის „შახტარის“ მაისურით მიმდინარე სეზონში უკრაინის პრემიერლიგაში თავისი პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა. 29-ე ტურში დონეცკელები სტუმრად „ინგულევს“ შეხვდნენ და 4:1 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და მე-3 წუთზე მისი გადაცემის შემდეგ ბონდარენკომ ანგარიში გახსნა. „შახტარი“ 61 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
ოდესის „ჩერნომორეცი“ შინ გათამაშების ლიდერ კიევის „დინამოს“ დაუზავდა – 1:1. მასპინძლებში 64-ე წუთზე მოედანზე ქართველი ნახევარმცველი გიორგი რობაქიძე გამოჩნდა, რომლის გადაცემის შემდეგ, ხობლენკომ ანგარიში გაათანაბრა. თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ექსფეხბურთელმა „ჩერნომორეცში“ პირველი საგოლე პასი მიითვალა. ოდესელთა განაცხადში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მცველი ლუკა ლაცაბიძე არ იყო. „ჩერნომორეცი“ 22 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი