„ჰაიდენჰაიმი“, რომელსაც ბუდუ ზივზივაძე ზამთარში შეუერთდა, გერმანიის პირველი ბუნდესლიგიდან პირდაპირ გავარდნას გადაურჩა. 33-ე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ სტუმრად ბერლინის „უნიონს“ შეხვდა და 3:0 აჯობა. საქართველსო ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტოში არ იყო და თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო.
სტუმრები მე-12 წუთზე ადრიან ბეკმა დააწინაურა, ხოლო 56-ე წუთზე შოპნერმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. 73-ე წუთზე ბერკმა დუბლი შეასრულა. ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „ჰაიდენჰაიმს“ 29 ქულა აქვს და პირდაპირ გავარდნის ზონას 4 ქულით დაშორდა, ხოლო ამჟამინდელი მდგომარეობით პლეი-აუტში ითამაშებს. თუმცა, გამორიცხული არაა ბოლო ტურში ვითარება შეიცვალოს და ზივზივაძის გუნდს გადათამაშება აღარ დასჭირდეს.
ლაშა თაბაგარი
