„ვალენსიას“ კონფერენს ლიგაში მოხვედრის შანსი აქვს

0
18

„ვალენსიას“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, სეზონის განმავლობაში ესპანეთის ლა ლიგიდან გავარდნა ემუქრებოდა, ხოლო კარლოს კორბერანის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, კონფერენს ლიგის საგზურის მოპოვების შანსი აქვს.
35-ე ტურში „ვალენსიამ“ „ხეტაფე“ მიიღო და 3:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლები მე-8 წუთზე პენალტის შესრულების შემდეგ პეპელუმ დააწინაურა, ხოლო ათ წუთში დიეგო ლოპესმა ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 37-ე წუთზე უგო დურომ თერთმეტმეტრიანი გაიტანა და ეს გოლი მატჩში ბოლო აღმოჩნდა. „ვალენსია“ 45 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა და კონფერენს ლიგას ერთი ქულა აშორებს.
ლაშა თაბაგარი