ეგოიანი „ვიტესში“ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

0
5

არნემის „ვიტესმა“, სადაც ირაკლი ეგოიანი თამაშობს ნიდერლანდების რანგით მეორე ლიგაში სეზონი გამარჯვებით დაასრულა. ბოლო ტურში არნემელებმა „დენ ბოშს“ უმასპინძლებს და 3:1 აჯობეს. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი სასტარტოში იყო და 89-ე წუთზე შეცვალეს. თამაშის დასრულების შემდეგ გამართულ ღონისძიებაზე ეგოიანი „ვიტესის“ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და სპეციალური პრიზი გადასცეს. მან არნემელთა მაისურით 37-ჯერ ითამაშა და 9 გოლის გატანის გარდა, 5 საგოლე პასი შეასრულა.
„ვიტესს“ ფინანსური პრობლემის გამო სეზონის წინ 27 ქულა დააკლეს და 20-გუნდიან ჩემპიონატი ბოლო ადგილზე დაასრულა.