მიქაუტაძის „ლიონმა“ ზედიზედ მეოთხედ წააგო

0
5

„ლიონი“, სადაც გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, საფრანგეთის ლიგა 1-ში მიჯრით მეოთხე შეხვედრაში დამარცხდა. 33-ე ტურში ლიონელები გასვლაზე სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე მყოფ „მონაკოს“ დაუპირისპირდნენ და 0:2 დამარცხდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი თადარიგში იყო და თამაშში 76-ე წუთზე ვერეტუს ნაცვლად ჩაერთო. მასპინძლებიდან ანგარიში 62-ე წუთზე მინამინომ გახსნა, ხოლო 68-ე წუთზე ზაკარიამ სტუმართა კარი მეორედ აიღო. „ლიონი“ 54 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.
სლოვაკეთის ჩემპიონატის ზედიზედ მეოთხედ მომგებმა ბრატისლავას „სლოვანმა“ საჩემპიონო ჯგუფის მე-9 ტურში სტუმრად „პოდბრეზოვა“ გასვლაზე 3:1 დაამარცხა. ბრატისლაველებში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა.
ლაშა თაბაგარი