დავითაშვილის გუნდმა ლიგაში დარჩენის შანსი შეინარჩუნა

0
2

„სენტ-ეტიენმა“, სადაც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 1-ში დარჩენის შანსი შეინარჩუნა. 33-ე ტურში „სენტ-ეტიენი“ გასვლაზე „რეიმსს“ შეხვდა და 2:0 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტოში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს. სტუმრები მე-3 წუთზე ტარდიუმ დააწინაურა, ხოლო 41-ე წუთზე კარდონამ „რეიმსის“ კარი კიდევ ერთხელ აიღო. ბოლო ტურის წინ „სენტ-ეტიენს“ 30 ქულა აქვს და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოსწინაა – პლეი-აუტის ზონაში მყოფ „ლე ავრს“ ქულით ჩამორჩება. 34-ე ტურში „სენტ-ეტიენი“ შინ „ტულუზას“ ეთამაშება.
MLS ლიგის მე-12 ტურში „ატლანტა იუნატედი“ გასვლაზე „ჩიკაგო ფაიერთან“ 1:2 დამარცხდა. ჩვენი ეროვნული გუნდის გარემარბი საბა ლობჟანიძე ამჯერად სასტარტოში ვერ მოხვდა და თამაშში 73-ე წუთზე ჩაერთო. „ატლანტა იუნატედი“ 10 ქულით 15-გუნდიან აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინაა.
ლაშა თაბაგარი