პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ლიგა 1-ის 33-ე ტურში დაასვენა. მოქმედმა ჩემპიონმა პსჟ-მ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური მოიპოვა გასვლაზე „მონპელიეს“ 4:1 აჯობა. კვარაცხელია განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
პარიზელებიდან ანგარიში 44-ე წუთზე მაიულუმ გახსნა, ხოლო ხუთ წუთში გონსალუ რამუშმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. მან 59-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 64-ე წუთზე მასპინძლებიდან გოლი კულიბალიმ გაიტანა. 65-ე წუთზე გონსალუ რამუშმა ჰეთ-თრიქი მიითვალა. 18-გუნდიან სატურნურო ცხრილში პსჟ 81 ქულით პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
