ლაშა ოდიშარიამ „რიგასის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში მაღალ დონეზე მორიგი მატჩი ჩაატარა. ლატვიის უმაღლესი ლიგის მე-12 ტურში რიგელებმა შინ „დაუგავპილსი“ 5:1 გაანადგურეს. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების გარემარბმა სასტარტოში ითამაშა და 2 საგოლე პასი შეასრულა – მე-12 წუთზე მისი გადაცემის შემდეგ ანგარიში გაიხსნა, ხოლო 62-ე წუთზე ოდიშარიას ზუსტ პასს კიდევ ერთი გოლი მოჰყცა – 3:0. ის 69-ე წუთზე შეცვალეს. ამ სეზონში ახალგაზრდა ქართველმა ჩემპიონატში 11-ჯერ ითამაშა და 1 გოლის გატანის გარდა, 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან ევროპა ლიგაში 11-ჯერ იასპარეზა და მეტოქის კარი ერთხელ აიღო. მოქმედი ჩემპიონი „რიგასი“ 28 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი
