გრაცის „შტურმმა“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ავსტრიის ჩემპიონის ტიტულის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. საჩემპიონო ჯგუფის მე-8 ტურში გრაცელებმა „ზალცბურგს“ უმასპინძლეს და 4:2 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ამჯერად გოლი ან საგოლე პასი თავის ანგარიშზე არ ჩაუწერია.
„შტურმს“ 39 ქულა აქვს და 6-გუნდიან ჯგუფში პირველ ადგილზეა. გრაცელები 6 ქულით ასწრებენ მეორეადგილოსან ვენის „რაპიდს“, რომელმაც ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი
