იტალიის სერია B-ში დარჩენისთვის მებრძოლმა „სალერნიტანამ“, სადაც ლუკა ლოჩოშვილი იჯარით თამაშობს 37-ე ტურში სტუმრად გენუის „სამპდორიასთან“ 0:1 წააგო, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. ლოჩოშვილს მოქმედი კონტრაქტი „კრემონეზესთან“ აკავშირებს და „სალერნიტანაში“ სეზონის ბოლომდე გაანათხოვრეს. „სალერნიტანამ“ 39 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა.
„ფროზინონინეს“, რომელშიც გიორგი კვერნაძე გამოდის, სერია B-ში ადგილის შენარჩუნება პლეი-აუტში მოუწევს. ფროზინონელები სტუმრად „პალერმოსთან“ 0:2 დამარცხდნენ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდმა კი ორი ტაიმი ითამაშა. „ფროზინონე“ 40 ქულით მე-17 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
