კონფერენს ლიგის ფინალში „ჩელსი“ „ბეტისს“ შეხვდება

0
8

უეფას კონფერენს ლიგის ფინალში ერთმანეთს ლონდონის „ჩელსი“ და სევილიას „ბეტისი“ დაუპირისპირდებიან.
ლონდონელებმა ენცო მარესკას თავკაცობით ნახევარფინალის პირველ მატჩში სტუმრად შვედეთის „დურგარდენს“ 4:1 აჯობეს, ხოლო საპასუხო შეხვედრაში 1:0 სძლიეს და ამ ტურნირის ფინალში პირველად გავიდნენ. ლონდონში გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 38-ე წუთზე დიუვსბერი-ჰალმა გაიტანა.
„ბეტისმა“ მაურიციო პელეგრინოს ხელმძღვანელობით ნახევარფინალში შინ ფლორენციის „ფიორენტინას“ 2:1 აჯობა, საპასუხო თამაში კი 2:2 დასრულდა და ესპანური გუნდი არსებობის ისტორიაში ევროთასის ფინალში პირველად იასპარეზებს.
ფლორენციაში ჩატარებული მატჩის 30-ე წუთზე ანგარიში ანტონიმ გახსნა, ხოლო ოთხ წუთში გიოსენსმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 42-ე წუთზე გიოსენსმა „ფიორენტინა“ კიდევ უფრო დააწინაურა და დამატებითი დრო დაინიშნა. 97-ე წუთზე „ბეტისიდან“ თავი ეზალზულიმ გამოიჩინა და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა.
კონფერენს ლიგის ფინალი 28 მაისს პოლონეთის ქალაქ ვროცლავში შედგება.
ლაშა თაბაგარი