დონეცკის „შახტარმა“, რომელშიც ირაკლი აზაროვი გამოდის, უკრაინის პრემიერლიგის მე-13 ტურში შინ „ლივი ბერეგს“ ვერ აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა, რაც ამ სეზონში იშვიათობაა და 79-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის მე-19 წუთზე სტუმრები ვორობჩაკმა დააწინაურა, ხოლო 61-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში ალისონმა გაათანაბრა. „შახტარი“ 30 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს. აზაროვმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში მეოთხედ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი





