ხაბი ალნსომ, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს ლევერკუზენის „ბაიერს“ დატოვებს, მადრიდის „რეალთან“ 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა. ამის შესახებ ავტორიტეტული ესპანური გამოჩემა „მარკა“ იუწყება.
43 წლის სპეციალისტი მადრიდელთა თავკაცის თანამდებობაზე იტალიელ კარლო ანჩელოტის შეცვლის. ალონსოს თანაშემწე სებას პარილია იქნება, ხოლო ფიზმომზადების მწვრთნელი ალბერტო ენსინასი.
ალონსო „ბაიერს“ 2022 წლიდან ავარჯიშებს და გასულ სეზონში არსებობის ისტორიაში პირველად ბუნდესლიგა ისე მოაგებინა, რომ ერთი თამაშიც არ წაუგიათ. გარდა ამისა, მან „ბაიერს“ გერმანიის თასი და სუპერთასი ააღებინა, ხოლო ევროპა ლიგის ფინალში ბერგამოს „ატალანტასთან“ დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი
