ევროპა ლიგის ინგლისური ფინალი

0
5

უეფას ევროპის ლიგის ფინალში ერთმანეთს ინგლისის პრემიერლიგის ორი გუნდი – „მანჩესტერ იუნაიტედი“ და ლონდონის „ტოტენჰემი“ დაუპირისპირდებიან.
რუბენ ამორიმის გაწვრთნილმა მანჩესტერელებმა ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრად ბილბაოს „ატლეტიკი“ 3:0 დაამარცხეს, ხოლო შინ 4:1 სძლიეს და ევროპა ლიგის ფინალში მესამედ გავიდნენ.
მანჩესტერში ჩატარებული მატჩის 31-ე წუთზე ესპანელებიდან ანგარიში მიკელ ხაურეგიზარმა გახსნა, ხოლო მასპინძლებიდან 72-ე წუთზე საპასუხო ბურთი მეისონ მაუნტმა გაიტანა. 79-ე წუთზე კაზემირომ მასპინძლები წინ გაიყვანა, რასაც 85-ე წუთზე ჰოილუნდის გოლი მოჰყვა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე მაუნტმა მოედნის ცენტრიდან საუცხოო დარტყმით მანჩესტერრულ კარეირაში თავისი პირველი დუბლი შეასრულა. „მანჩესტერ იუნიტედი“ მიმდინარე სეზონის ევროთასების გათამაშებაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც არ წაუგია – 9 გამარჯვება და 5 ფრე. „იუნატედმა“ არსებიბის ისტორიაში ევროპა ლიგის ფინალში ორჯერ ითამაშა – 2017 წელს ამსტერდამის „აიაქსი“ დაამარცხა, ხოლო 2021 წელს „ვილიარეალთან“ წააგო.
„ტოტენჰემმა“ ანგელოს პოსტეკოღლუს ხელმძღვანელობით ნახევარფინალში პირველ შეხვედრაში თავის მოედანზე ნორვეგიის „ბოდო/გლიმტს“ 3:1 აჯობა, გასვლაზე კი 2:0 სძლია და ევროპა ლიგის/უეფას თასის ფინალში 1984 წლის შემდეგ პირველად გავიდა.
ნორვეგიაში ჩატარებული თამაშის 63-ე წუთზე ლონდონელები წინ დომენიკ სოლანკემ გაიყვანა, ხოლო 68-ე წუთზე თავი პედრო პორომ გამოიჩინა. მანამდე, „ტოტენჰემმა“ ევროპა ლიგის/უეფას თასის ფინალში 3-ჯერ ითამაშა და ორჯერ გაიმარჯვა.
ევროპა ლიგის ფინალი 21 მაისს ესპანეთის ქალაქ ბილბაოში სტადიონ „სან მამესზე“ ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი