აბუაშვილი გამოჯანმრთელდა და „მეცში“ ითამაშა

0
0

გიორგი აბუაშვილი გამოჯანრთელდა და „მეცის“ შემადგენლობაში საფრანგეთის ლიგა 2-ში ითამაშა. მე-13 ტურში „მეცმა“ შინ „ბულონი“ 2:1 დაამარცხა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი შეცვლაზე 67-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო.
81-ე წუთზე მასპინძლები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ, რადგან არასპორტული საქციელისთვის პანდორე გააძევეს. 83-ე წუთზე აბუაშვილმა მეტოქის ნახევარზე ჯარიმა მოიპოვა. სავანიემ ბურთი „ბულონის“ საჯარიმოში ჩააწოდა და დევენიშმა თავით გაიტანა. „მეცი“ 20 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი