ერთდროულად რამდენიმე ავტორიტეტული ესპანური გამოცემის ცნობით საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ “ბარსელონასთან” კონტრაქტი გააფორმა და უახლოესი სამი სეზონის განმავლობაში კატალონური გრანდის ღირსებას დაიცავს. თოკომ ბარსელონაში სამედიცინო შემოწმება გაიარა და 2+1 ხელშეკრულებასაც ხელი მოაწერა.
“ელ მუნდო დეპორტივოს” მიერ მოპოვებული ინფორმაციით შენგელია ხელფასის სახით ყოველწლიურად სამ მილიონ ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატი თორნიკესთვის უცხო არაა. 2014-20 წლებში ის “ბასკონიაში” თამაშობდა და ღრმა კვალიც დატოვა. სწორედ იქ ყოფნისას, 2018 წელს დაასახელეს შენგელია ევროლიგის სეზონის სიმბოლურ ხუთეულში.
