დონარუმა: „მბაპეს გარეშე უფრო შეკრული გუნდი ვართ“

0
68

პსჟ-ს მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას მიაჩნია, რომ კილიან მბაპეს წასვლის შემდეგ გუნდურად გაცილებით უკეთესად თამაშობენ. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგიუს ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში პარიზში ლონდონის „არსენალთან“ 2:1 გამარჯვების და ფინალში გასვლის შემდეგ განაცხადა.
„მბაპეს წასვლის შემდეგ ჩვენ მენტალიტეტი შეიცვალა და ახლა უფრო მეტად გუნდი ვართ. კილიანი არ გვყოფნის, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და საუცხოო მეგობარია. პსჟ-ს ძალიან შეკრული კოლექტივი გახდა და ერთად თავს კარგად ვგრძნობთ. იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი სწორედ ასე მოვიგეთ. ამას ყველა გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს“ – იუწყება იტალიის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯის ნათქვამს Eurosport.
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ არსებობის ისტორიაშ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეორედ გავიდა და 31 მაისს მიუნხენის „ალიანს არენაზე“ მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი