გვილიას სადებიუტო გოლი საქართველოს ჩემპიონატში

0
2

ვალერიან გვილიამ თავის კარიერაში საქართველოს ეროვნულ ჩემპიომატში პირველი გოლი გაიტანა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურში თბილისის „დინამომ“ „თელავი“ მიიღო და მინიმალური სხვაობით აჯობა.
მატჩის 27-ე წუთზე თბილისელთა შეტევის დროს საბა ხარებაშვილმა მარცხენა ფლანგიდან სტუმართა საჯარიმოში ვახტანგ სალია მოძებნა, რომლის პასის შემდეგ ბურთი მათე ვაწაძემ გაატარა, ხოლო გვილიამ ანგარიში გახსნა – 1:0.
41-ე წუთზე „დინამოს“ რამდენიმე სვლიანი კომბინაციის დროს ცოტნე ბერელიძემ კარგი პასით მეკარესთან პირისპირ თორნიკე მორჩილაძე გაიყვანა, რომელმაც მასპინძლების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა – 2:0.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე ტატო ჟივიძე „დინამოს“ საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და პასი გააკეთა, ხოლო თბილისელთა კაპიტანმა საბა ხვადაგიანმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა – 2:1.
მეორე ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა და ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილი „დინამო“ 22 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. ვალერი გაგუას თავკაცობით „თელავს“ 11 ქულა აქვს და ბოლოა.
დინამო თბ 2:1 თელავი
ლაშა თაბაგარი