კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტური თბილისში დასრულდა, სადაც „მიხეილ მესხი 2“-ზე საგარეჯოს „გარეჯმა“ „თელავი“ მიიღო და 4:1 აჯობა. პირველ წრეში „კახურ“ დერბიში თელაველებმა გაიმარჯვეს.
შეხვედრის მე-18 წუთზე ბაჩანა მოსაშვილმა მარცხენა ფლანგზე გრძელი რეიდი განახორციელა და საჯარიმოში შესულმა პასი ვახო ბედოშვილს მისცა, რომელმაც ერთ შეხებით ბურთი გააჩერა, ხოლო მეორეთი ბურთი კარში გადაგზავნა – 1:0.
38-ე წუთზე მასპინძლების უპირატესობა ლევან პაპავამ გაზარდა, რომელმაც პენალტი გამოიყენა – 2:0.
59-ე წუთზე „გარეჯის“ კონტრშეტევის დროს კამერუნელი ფრანსუა ეკონგოლოს გადაცემის შემდეგ, ბედოშვილი სტუმართა ნახევარზე ერთ მეტოქეს გაცდა და დაახლოებით 30 მეტრიდან ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი გაოტანა – 3:0. 73-ე წუთზე გიორგი აბუაშვილმა ბურთი საგარეჯოელთა ნახევარზე მიიღო და ერთ მეურვეს გაექცა, რის შემდეგ, დაახლოებით 20 მეტრიდან „ცხრიანში“ გაიტანა – 3:1. 89-ე წუთზე ვალერი ოლხოვმა ძალიან კარგი პასით „კოლხეთის“ მეკარესთან პირისპირ მათე ქომეთიანი დატოვა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:1.
გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა „გარეჯმა“ ამ სეზონში ზედიზედ მეორე თამაში პირველად მოიგო და 12 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა, ხოლო კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით „კოლხეთს“ 11 ქულა აქვს და ბოლოსწინაა.
გარეჯი 4:1 კოლხეთი 1913
ლაშა თაბაგარი
