შენგელია და მამუკელაშვილი “ბარსას” სამიზნეზე

0
24

SoloBasket-ის ცნობით, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ შესაძლოა კარიერა „ბარსელონაში“ გააგრძელოს. “ბარსა” შენგელიას სამწლიან ხელშეკრულებას და სოლიდურ ხელფასს სთავაზობს.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატი თორნიკესთვის უცხო არაა. 2014-20 წლებში ის “ბასკონიაში” თამაშობდა და ღრმა კვალიც დატოვა. სწორედ იქ ყოფნისას, 2018 წელს დაასახელეს შენგელია ევროლიგის სეზონის სიმბოლურ ხუთეულში.
კატალონელებს მძიმე ფორვარდის დამატება აქვთ გადაწყვეტილი. „ბარსასთვის“ სასურველ კალათბურთელთა სიაში 12 მოთამაშიდან, 6 NBA-დანაა და მათ შორისაა სანდრო მამუკელაშვილი, რომელსაც „სან ანტონიო სპერზთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს დაუსრულდება.