გუგეშაშვილის საგოლე პასი საბერძნეთის სუპერლიგაში

0
54

ლუკა გუგეშაშვილმა „პანსერაიკოსის“ მაისურით საბერძნეთის სუპერლიგაში თავისი პირველი საგოლე პასი ჩაიწერა.
ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა „პანსერაიკოსმა“ „ვოლოსი“ მიიღო და 3:0 სძლია. შეხვედრის 38-ე წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ თავისი საჯარიმოდან გადაცემა ჯეფე ბეტანკურს გაუკეთა, რომელიც სტუმართა გოლკიპერთან მარტო დარჩა და ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში „პანსერაიკოსმა“ კიდევ ორი გოლი გაიტანა და სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დიდი ნაბიჯი გადადგა – 36 ქულით 6 გუნდში მესამეა. საგოლე გადაცემის გარდა. გუგეშაშვილმა, რომელიც მომავალი სეზონიდან პაოკ-ში ითამაშებს, თავის ანგარიშზე 6 მოგერიება ჩაიწერა.
ლაშა თაბაგარი