როდოლფო ვანოლი “სამგურალიდან” გაუშვეს

0
71

წყალტუბოს “სამგურალის” ხელმძღვანელებმა იტალიელი როდოლფო ვანოლი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. ამის შესახებ წყალტუბოელთა პრესსამსახური იუწყება:
“იტალიელმა სპეციალისტმა როდოლფო ვანოლიმ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. გუნდს ასევე გამოემშვიდობა მისი ასისტენტი დარიო ნუჰუ.
ვანოლი „სამგურალს“ 2024 წლის ოქტომბრის ბოლოდან წვრთნიდა და ამ პერიოდში გუნდს 20 ოფიციალურ შეხვედრაში უხელმძღვანელა. ამ მატჩებიდან სამგურალმა 6 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 7 წააგო. მადლობას ვუხდით როდოლფო ვანოლისა და დარიო ნუჰუს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში. „სამგურალის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი”.
ლაშა თაბაგარი