მიულერმა გიგზის უნიკალური მიღწევა გაიმეორა

0
71

თომას მიულერმა მიუნხენის „ბაიერნის“ შემადგენლობაში გერმანიის ბუნდესლიგა მეცამეტედ მოიგო. ამრიგად, გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ევროპს ტოპ 5 ლიგაში მოპოვებული ტიტულების რაოდენობით „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულ გარემარბ  რაიან გიგზს გაუტოლდა. უელსელმა მანჩესტერელებთან ერთად პრემიერლიგის ოქროს მედლები 13-ჯერ მოიპოვა. მათ გარდა, მსგავსი შედეგი ტოპ 5 ლიგაში არცერთ ფეხბურთელს აქვს.
35 წლის მიულერს „ბაიერნთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ის „ბაიერნის“ აღზრდილია, რომლის პირველ გუნდში 2008 წლიდან თამაშობს და ყველა ტურნირში ჩატარებულ 749 მატჩში 248 გოლი გაიტანა. მიულერი ბუნდესნაკრებში 2010-2014 წლებში თამაშობდა და 131 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 45-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი