ჰარი კეინი: „უბრალოდ სასიამოვნოა კარიერაში პირველი ტიტულის მოგება“

0
61

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი თავის კარიერაში პირველი ტიტული მოგებას გამოეხმაურა.
„საუცხოო ღამე იყო – მოთამაშეებთან და პერსონალთან ერთად ვიზეიმეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ცოტა სხვანაირები ვართ, მაგრამ რაც მთავარია აქ ვიმყოფებით.
თავს საუცხოოდ ვგრძნობ და ამისკენ დიდი ხანი მივდიოდით. ნათელია, რომ ეს თავდაუზოგავი შრომისა და დიდი თავდადების შედეგია. ჩემთვის უბრალოდ სასიამოვნოა კარიერაში პირველი ტიტულის მოგება.
ყველას მხარდაჭერას ვაფასებ. როგორც ყოველთვის მხარდაჭერა შეუმჩნეველი არ რჩება. მოუთმენლად ველოდები შაბათ, რათა „ალიანს არენაზე“ გამარჯვება გულშემატკივრების წინაშე ვიზეიმო“ – იუწყება გერმანული მედია ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტნის ნათქვამს.
კეინმა, რომელიც „ბაიერნში“ მეორე სეზონს ატარებს, ყველა ტურნირში 44-ჯერ ითამაშა და 36 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი