„ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელ ჰანსი ფლიკს ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში სტუმრად მილანის „ინტერთან“ გასამართ საპასუხო მატჩში თავის ფეხბურთელებზე ზეწოლა არ სურს და მიაჩნია, რომ მათ თამაშით უნდა ისიამოვნონ.
„ეს ისაა რაზეც უკვე ვისაუბრე. მათ მომავალი თამაშით უნდა ისიამოვნონ. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ინტერთან“ დაპირისპირება საუცხოოა. ჩემს ფეხბურთელებზე ზეწოლა არ მსურს, რადგან მათ უნდა ისიამოვნონ. მსურს, რომ მათ ერთმანეთთან კარგი კავშირი ჰქონდეთ, კარგად ავსებდნენ და ფანტასტიკურ სტილში ითამაშონ.
სეზონს რომ ვიწყებდით, ვერავინ წარმოიდგენდა რას მივაღწევდით. ორი ტიტული უკვე მოვიგეთ და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კვირა გველოდება. ჩვენი სურვილია, რომ ფეხბურთის თამაშით დავტკბეთ და გვინდა, იმავე გულშემატკივრებმა განიცადონ. ასეთი გუნდის გაწვრთნა დიდებული რამაა“ – ციტირებს გერმანელ სპეციალისტს უეფას ვებგვერდი.
„ბარსელონამ“ ნახევარფინალის პირველი მატჩი შინ „ინტერთან“ 3:3 დაასრულა, ხოლო დღეს შეხვედრა მილანში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი





