საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსფორვარდმა ელგუჯა ლობჟჯანიძემ, რომელიც „ყიზილყუმში“ გამოდის მიმდინარე სეზონში უზბეკეთის ჩემპიონატში თავი მესამედ გამოიჩინა. მე-8 ტურში „ყიზილყუმმა“, სადაც ლობჯანიძე თანამემამულე ჯაბა ჯიღაურთან ერთად გამოდისმ ნამანგანის „ნოვბახორი“ მიიღო და 3:2 დაამარცხა.
ორივე ქართველმა ლეგიონერმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. ჯიღაურმა 52-ე წუთზე საგოლე პასი შეასრულა და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-15 წუთზე შეცვალეს. ლობჯანიძემ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-11 წუთზე პენალტი გამოიყენა და მასპინძლებს სამი ქულა ააღებინა. „ყიზილყუმი“ 10 ქულით 16 გუნდში მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი
